0 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს.

მისივე თქმით, მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერვის გეგმა და ყველა ის ეტაპი იქნება გავლილი, რაც ვაქცინის მისაღებად არის საჭირო.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის „ფაიზერის" ვაქცინა, „მოდერნა" და „ასტრაზენეკა". მზადდება ვაქცინის დანერვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ მომდევნე კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, ქვეყნის შესაბამისად განხორციელდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები