0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მითხრან, თემო კიდიხარ მთავრობასო” – თათარაშვილი 300-ლარიან დახმარებას ითხოვს

ქართული ოცნების მხარდამჭერი, მომღერალი თემურ თათარაშვილი წერს, რომ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მოთხოვნა გააგზავნა, თუმცა არავინ იპასუხა.

“მეგობრებო, ღამე გადავწყვიტე დაწერა, რომ იქნება დილამდე ვინმემ მიპასუხოს, გავაგზავნე 300-ლარიანი თვითდასაქმებულების დახმარება და არც კი მიპასუხა არავინ, მაინტერესებს რა ჯიშს და რა უბედურებას მივეკუთვნები, უსაქმური ვარ? არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე? თუ რამე სხვა ბიზნესი ამომიქექეს ისეთი რომელიც მე არ ვიცი თუ მქონია? იქნება ვინმემ მითხრას, რა ხდება? ისიც მინდა გავიგო და მითხრან, თემო კიდიხარ მთავრობას და ნუ გაუტრაკეო. მოკლედ, ველი პასუხს. პატივისცემით, სტატუსაყრილი თქვენი თემურ თათარაშვილი”,- წერს ის სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები