0 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასუნთქი აპარატების ნაცვლად ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატები - რა იყიდა მთავრობამ

სამედიცინო ტექნიკა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჯანდაცვამ შეიძინა, როგორც აღმოჩნდა ძილის აპნოესთვისაა განკუთვნილი. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.  

ტელეკომპანიის ცნობით, აპარატი არა ჟანგბადის, არამედ ოთახში არსებული ჰაერის ნაკადის წნევით მიწოდებას უზრონველჰყოფს ფილტვებში.

ამ თემაზე კომენტარები გააკეთეს ექიმებმაც.

“მთავარის” ცნობით, რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ამ აპარატებმა შეიძლება ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყოს და ასევე პაციენტების მდგომარეობა დაამძიმოს.

ექიმების ნაწილი კი თვლის, რომ პაციენტების გარკვეულ კატეგორიას ეს აპარატი შესაძლოა, დაეხმაროს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები