1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი, ანალოგიურ გეგმას, ბელარუსს სთავაზობს“- გრიგოლ გეგელია

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ლელოს “მარშალის გეგმის” შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკაში “მარშალის გეგმის” დაბრუნებაზე საუბრობს. 

მაშინ, როდესაც ლელომ “მარშალის გეგმა” წარადგინა. რამდენიმე კვირის შემდეგ თემა აქტუალური გახდა პოლონეთშიც, რაც, გეგელიას თქმით, “ლელოს” სწორ პოლიტიკას უკავშირდება. პოლონეთის პრემიერ მორავიეცკის ინიციატივით, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო მილიარდი ევროს ოდენობის სტაბილიზაციის ფონდს ქმნის ბელარუსიის მხარდასაჭერად. პრემიერი მორავიეცკი მას „ახალ მარშალის გეგმას“ უწოდებს.

“ლელოს “მარშალის გეგმის“ გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ „მარშალის გეგმის“ იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს „მარშალის გეგმის“ ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა,”- აცხადებს გეგელია. 

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ “ლელოს” აქვს ქვეყნის განვითარების და ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა, რომელსაც შეუძლია უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გადაჭრა. 

“ლელოს” თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს “მარშალის გეგმა“ გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად,”-აცხადებს გეგელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები