1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღამის კურიერი დღეს ეთერიდან მოიხსნება! – ირაკლი იმნაიშვილი

ვინაიდან ჩვენთვის ეს სიტუაცია იყო მოსალოდნელი და ვინაიდან ჟურნალისტები არიან წინა ხაზზე და პროფესიიდან გამომდინარე რისკი ჩვენ თავზე უდნა ავიღოთ იმისთვის, რომ მაყურებელი ინფორმირებული იყოს, ჩვენ ამ მოსალოდნელი რისკისთვის მზად ვიყავით“.- ამის შესახებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა

„3 მთავარი ეტაპი არის:

1. სიტუაციისა და რისკების შეფასება

2.ამ რისკების მართვა და შემცირება მინიმუმამდე. მართვა გულისხმობს ყველა თანამშრომლის ტესტირებას და დაიწყება მაქსიმუმ ნახევარ საათში.

3. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ვინაიდან ტელეკომპანიის ეთერი არის საკმაოდ რთული მოდელი, რა ცვლილებები უნდა შევიდეს ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგში ამაზე ამ წუთებში მიდის მუშაობა და ჩვენ შესაბამის პროტოკოლს დავნერგავთ.

დღევანდელი ღამის კურიერი დღეს მოვხსენით ეთერიდან, მხოლოდ დღეს. ამ მომენტისთვის ასეთი სიტუაციაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეთერი შენარჩუნდეს“,- აცხადებს იმნაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თეონა ცხომელიძეა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ტელეკომპანიაში დაუდასტურეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები