2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღევანდელი მთავრობის ხელში, გლეხი მხოლოდ სიღარიბისთვისაა განწირული - გიგლა მიქაუტაძე

"ლელო საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე გამოეხმაურა პრემიერ გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გლეხი უნდა ვაქციოთ ფერმერად.

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით ტრაგიკულია, როცა 8 წელია ხელისუფლებაში ხარ და არაფერი გაქვს სათქმელი მიღწეულ შედეგებზე; როცა მხოლოდ ახალი დაპირებების გაცემა შეგიძლია და მასაც კი ოპოზიციური პარტიისგან აკოპირებ.

"ლელოს" ერთ ერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით სწორედ, ლელოს „მარშალის გეგმა“ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მასშტაბურ რეფორმირებას.

"ქართული პროდუქტის ხარისხის ეტალონად ჩამოყალიბებას, ექსპორტის მილიარდ დოლარამდე გაზრდას და გლეხის ფერმერად ქცევას. მინდა ბატონ გახარიას შევახსენო, რომ 8 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ერთადერთი, რაც მოახერხა, არის ფულის ფლანგვა. 2 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა სოფლის მეურნეობის სექტორზე 2013-2019 წლებში და გაუმჯობესება არცერთი მიმართულებით არ გვაქვს. სექტორის რეალური მოცულობა, 2013 წელთან შედარებით, მხოლოდ 30 მლნ ლარით გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ნათესი ფართობების მოცულობა და დღეს სახნავ-სათესი მიწის მხოლოდ 25% მუშავდება, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა და გაზრდილია ინფლაცია სურსათზე. ბოლო წლებში საქართველო პირველად გახდა 100%-ით რუსულ ხორბალზე დამოკიდებული.

ჩვენს ქვეყანას მართლაც აქვს შანსი შექმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და შედეგად მიიღოს წელგამართული ფერმერი, რომელიც იქნება ქვეყნის საშუალო ფენის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას სჭირდება მკაფიო ხედვა, სამოქმედო გეგმა და კომპეტენტური სამთავრობო გუნდი, რასაც დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ სთავაზობს საზოგადოებას." - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები