2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლების დაშინებითა და ზეწოლით დაიწყო . არცერთი ამომრჩევლის დაშინება ოცნებას არ გაუვა - ლევან სამუშია

"ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე,  მანანა სულთანიშვილზე ზეწოლის  ფაქტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირდაპირი ზეწოლა   „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან იყო. 

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია და შანტაჟისა და დაშინების მსხვერპლი მანანა სულთანიშვილი მათ ვინაობას ასაჯაროვებენ, ვინც „ლელოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის წევრზე ზეწოლა მოახდინა. 

მათი თქმით,  რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრის,  რიმა ბერაძე და „ქართულ ოცნებასთან“  დაკავშირებული პირის,  მაკა სამნიაშვილის და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან განხორციელდა მასზე ზეწოლა.

ლევან სამუშიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია მოსახლეობის დაშინებით. 

„მე მინდა მივმართო ყველას, თუ ვინმეს  მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა  და არავის არ მივცემთ ამ ადამიანების დაშინების უფლებას.  ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვითომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და  გამკაცრებას ითხოვენ კანონის სახით, არის ტყუილი. არცერთი ამომრჩევლის დაშინება არ გაუვათ, ბოლომდე მივყვებით თითოეული დაშინებული მოქალაქის საქმეს,“-განაცხადა ლევან სამუშიამ. 

პარტია  "ლელო საქართველოსთვის"  და მისი ლიდერი მოითხოვენ, დაუყონებლივ მოხდეს სამართლებრივი რეაგირება  კონკრეტულ შემთხვევაზე.

„ლელოს” წევრისა და მხარდამჭერის, მანანა სულთანიშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს „ლელოს“ მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები