0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია"

მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ბოლო ორი კვირაა გრიპის მაგვარი დაავადების საკმაოდ ინტენსიური მატებაა. ამავე დროს, ყველა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, არის H1N1. ძალიან იშვიათად გვხვდება H3N2. წინა კვირის მონაცემებით, ავადობა 185 იყო 100 ათასს მოსახლეზე. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 100 ათასს მოსახლეზე 450.

რჩევა მინდა მივცე მოსახლეობას, რომ გრიპიან ბავშვებს ნუ გაუშვებთ სკოლაში, ბაღში და უფროსები ნუ წავლენ სამსახურში, რადგან ვისაც მსუბუქად აქვს და დადიან სხვადასხვა ადგილებში, სწორედ ისინი ავრცელებენ ვირუსს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. ვირუსი ძირითადად სწორედ ხელით გადადის. ასევე ხველების და ცემინების ეტიკეტი უნდა იყოს დაცული. ამ დროს სასურველია ხელსახოცი ავიფაროთ სახეზე, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები