„თეგეტა ჰოლდინგი“ განსხვავებული კონცეფციის ტექნოლო...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
|
ჭკვიანი, მძლავრი, ტექნოლოგიური და ყველაზე სწრაფი ვოლვო კომპანიის ისტორიაში - შვედურმა ბრენდმა თავისი სრულად ელექტრული ავტომობილის პრეზენტაცია ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში გამართა. VOLVO EX30 კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ათეულობით მედიის წარმომადგენელს გააცნო. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ინიციატივით, მედიატურში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართველ ჟურნალისტებსაც ჰქონდათ. სიახლე, რომელზეც ავტომწარმოებელი დიდ იმედს ამყარებს, უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალ შოურუმში VOLVO EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისიდან იქნება.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის” დირექტორი: „EX30 არის ახალი სიტყვა ვოლვოს სამოდელო რიგში. დიდი ხანია კომპანიას ამ მასშტაბის სიახლე არ ჰქონია. ის ძალიან კონკურენტულია, მისი მანძილის დიაპაზონი 500 კილომეტრამდეა, საწყისი ფასი კი - 39 000 ევროდან. პრემიუმ სეგმენტისთვის, სადაც ვოლვო ოპერირებს, ეს საკმაოდ მიმზიდველი ღირებულებაა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში EX30 უახლოეს მომავალში გამოჩნდება“.
პატარა ზომის SUV ვოლვოს ფინანსურმა დირექტორმა BJORN ANNWALL-მა წარადგინა და როგორც მან აღნიშნა, EX30 კომპანიის ისტორიის ახალი თავია და ის გახდება ახალი სტანდარტი ელექტრომობილების გლობალური ბაზრისთვის.
ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოლოგიური სტანდარტები - ამ ყველაფერთან ერთად, EX30 ბაზარზე ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა.
რაც შეეხება თავად ავტომობილს, ბარსელონაში შეკრებილ ჟურნალისტებს რამდენიმე კომპლექტაციის ავტომობილის მართვის საშუალება ჰქონდათ. Twin Motor Performance - სიმძლავრე 315kW/428hp, ერთი სრული დამუხტვით თქვენ 450 კილომეტრის დაფარვას შეძლებთ. EX30 პერფორმანსი 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას 3.6 წამს ანდომებს.
EX30 ასევე წარმოდგენილია ერთამძრავიანი ვერსიით. წამყვანი თვლები უკანა (RWD). სიმძლავრე 200kW/272hp. მანძილის დიაპაზონი 344 კმ. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარება 5.4 წმ.
კიდევ ერთი კომპლექტაცია, Single Motor Extended Range, ყველაზე მეტ მანძილის დიაპაზონს გვთავაზობს. ერთი სრული დამუხტვით აღნიშნული კომპლექტაციის EX30 472 კილომეტრის გავლას ახერხებს. რაც შეეხება დამუხტვის სიჩქარეს, სწრაფ დამტენზე 10-დან 80% დატენას 26 წუთი სჭირდება.
--
ინფორმაციისთვის, შვედურ ავტომწარმოებელს, საქართველოსთან ერთად, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალია...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მესამედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. თიბისიმ აღიარება შემდე...
ხვალ, 4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპი...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები