0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული დაწესებულებები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგოირც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან,“- განაცხადა მეზვრიშვილმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები