1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბექა წიქარიშვილი: "მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, ის მნიშვნელოვანი შედეგებით დამთავრდეს"

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა მიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ის მნიშვნელოვანი შედეგებით დამთავრდეს. 

„ყველანი ვხვდებით, რომ საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა იქითა მხარეს და პირდაპირ ითქვა, რომ საკმაოდ უჭირთ გამკლავება მათთან. მთავარი არის ის, რომ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მოდის მოლაპარაკებები და შესაძლოა, მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები.

 უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. დავბრუნდები შეხვედრაზე და გეტყვით რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. მთავარია, ვიყოთ ერთიანად, ვიყოთ ძლიერად, მტკიცედ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ აქ ხართ, რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის, იბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა წიქარიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები