0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია სამედიცინო კოსმეტოლოგიის ცენტრში-23წლის გოგონა საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა

 
    ვოლგოგრადში, პლასტიკური ოპერაციის დროს 23 წლის გოგონა გარდაიცვალა. 

   ტრაგედია  სამედიცინო კოსმეტოლოგიის ცენტრში დატრიალდა, რომელიც ვოლგოგრადის ცენტალურ რაიონში მდებარეობს.  გოგონას კრუნჩხვები პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე დაეწყო, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმებმა მის ორგანიზმში წამლის შეყვანა დაიწყეს .  დაბნეულმა ქირურგმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა, თუმცა გოგონა პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.

     გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი და გულის მწვავე უკმარისობა გახდა , თუმცა საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები