1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქმარმა ცოლი მოკლა, ფოტო გადაუღო და Facebook-ზე ატვირთა

ჩამოტვირთვა

ფლორიდაში 31 წლის მამაკაცმა მეუღლე მოკლა, ქალს ფოტო გადაუღო და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტომ მამაკაცის ფეისბუქ-მეგობრები გააოგნა. როგორც მკვლელი ქმარი სოციალურ ქსელში წერდა, მას მობეზრდა ცოლის მხრიდან ძალადობა და საყვარელი ქალი სასიკვდილოდ სწორედ ამიტომ გაიმეტა. „მე ციხეში მივდივარ, ალბათ სასიკვდილო განაჩენს გამომიტანენ ჩემი ცოლის მკვლელობის გამო. ის მე მცემდა და აღარ შემეძლო ამის მოთმენა" - ასეთი შეტყობინება დატოვა მკვლელმა თავის გვერდზე. რამდენიმე საათში კი ფეისბუქის ადმინისტრაციამ პოლიციის მითითებით წყვილის გვერდები გააუქმა. მამაკაცმა მეუღლე იარაღით, რამდენიმე გასროლით მოკლა. ამის შემდეგ კი სამართალდამცველებს განყოფილებაში თავად მიაკითხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები