1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტურისტმა იტალიაში უძველეს ქანდაკებას თითი მოტეხა

ჩამოტვირთვა

ამერიკელმა ტურისტმა ფლორენციის მუზეუმში უძველეს ქანდაკებას თითი მოტეხა. როდესაც დაცვამ შენიშნა, ერთ-ერთი ტურისტი როგორ ცდილობდა სკულპტურის თითის გაზომვას, ეცადა შეეჩერებინა იგი და მისი გარეთ გაყვანა მოინდომა, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა-ქანდაკებამ თითი დაკარგა. ქანდაკება ჯოვანი ანდროჯიოს ეკუთვნის და იგი ადრეული რენესანსის დროსაა შექმნილი, მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში. როგორც დამნაშავე აცხადებს, დაცვას მისთვის რომ არ დაეშალა ქანდაკებაზე ხელის ხლება, ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები