0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომში ჯვრის ტარების ცერემონიალი მოეწყო

ჩამოტვირთვა

რომში, კოლიზეუმის კედლებთან ტრადიციულად ჯვრის ტარების ცერემონიალი მოეწყო. ეგრეთ წოდებულ ჯვრის გზაზე მსვლელობას წელს პირველად დაესწრო პაპი ფრანცისკე. ცერემონიალთან დაკავშირებით, ტრადიციულად, კოლიზეუმის კედლები წითლად გაანათეს. დღეს კი კათოლიკური სამყარო წითელ პარასკევს აღნიშნავს. ტრადიციულ მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღვთისმსახურება მიმდინარეობს იერუსალიმისა და ბეთლემის ტაძრებში. სპეციალურად აღდგომის დღესასწაულისთვის ისრაელში ათასობით მლოცველი ჩავიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები