0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას, გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები- გვარამია ოპოზიციას მიმართავს

“რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას, გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები”- ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართავს, რომ გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.როგორც გვარამია წერს ეს ყველაფერი უკვე “ვაჭრობას” დაემსგავსა.

“ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?

რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია? თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – ქართულ ოცნებასთან. გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები. მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან), გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას; დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას.”- წერს ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...