„თეგეტას მწვანე სტანდარტი“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Mel...
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
|
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, "ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული "ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.
შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტ დრაივით.
შოურუმის სახურავზე 325 ვატის სიმძლავრის მზის პანელებია დამონტაჟებული, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შოურუმის 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკინგსა და ეზოში ელექტოფიცირებული ავტომობილებისთვის დასამუხტი სადგურებია დამონტაჟებული.
საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს კონკრეტული ავტომობილის ისტორიას.
„ვოვლო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.
„ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე, სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგელები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ“, - გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი.
ახალ შოურუმში თიბისი დაზღვევის, თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მომხმარებლები, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში - „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია “ვოლვო ქარ კავკასია”, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. ამჯერად სიახლეა ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციე...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ ხელო...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები