„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი...
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
|
პირველად საქართველოში, „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის ახალი თაობის ეკომეგობრული, ჰიბრიდული ძრავის ზეთი შემოიტანა. ეს არის NGEN კლასის პირველი ძრავის ზეთი, რომელიც მდგრადობასა და მაღალფუნქციურობას აერთიანებს.
MOTUL-ი მსოფლიო დონის ფრანგული კომპანიაა, რომელიც 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო ბრენდი სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტად არის აღიარებული. ახალი NGEN სერია კი ბიოლოგიურად მოპოვებული და რეგენერირებული საბაზისო ზეთებისგან შეიქმნა.
დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: „MOTUL-ის ახალი თაობის ზეთი, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში პირველად შემოიტანა საკვანძო ეტაპია ბრენდის ისტორიაში, რომლისთვისაც სრულიად ახალი ფორმულა შექმნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული ბრენდი ძირითად აქცენტს მდგრად განვითარებაზე აკეთებს და მისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ CO2-ის ემისიების შესამცირებლად და მომავალი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესასრულებლად შეიქმნა ახალი თაობის ზეთის NGEN ტექნოლოგია.“
ახალი NGEN-ის სხვადასხვა სერია განკუთვნილია როგორც ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილებისათვის, ასევე - მოტოციკლებისთვის. NGEN HYBRID კლასი უზრუნველყოფს საწვავის მაღალ ეკონომიურობას, გაუმჯობესებულ დაძვრას, ძრავის უკეთეს რეაგირებას და სისუფთავეს. რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, ის NGEN 5-ისა და NGEN 7-ისგან შედგება. NGEN 5 განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს გადამცემების მყისიერ გადართვას, საწვავის ეკონომიასა და მარტივ დაძვრას. NGEN 7 კი განკუთვნილია სპორტული და მაღალ ფუნქციონალური რეჟიმისთვის, რაც ძრავის მკვეთრ რეაგირებას, ძლიერ მოჭიდებასა და მაღალ ტემპერატურულ მედეგობას უზრუნველყოფს. NGEN-ის ორივე სახეობა აკმაყოფილებს უახლეს API სტანდარტებს და ოფიციალურად სერტიფიცირებულია JASO MA2-ის მიერ.
მსოფლიო დონის ბრენდს, MOTUL-ს „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად 2010 წლიდან წარმოადგენს. ბოლო წლების სტატისტიკით, 2021 წელს „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში კი ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით, კი კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს MOTUL -ის ზეთების რეკორდულ რაოდენობას, 600 ტონას გაყიდიან.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. ამჯერად სიახლეა ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციე...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები