„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი...
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
|
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. მინისტრმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან ერთად, ბრიტანული ბრენდის JCB-ს ქართული წარმომადგენლობა დაათვალიერა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს JCB-ს შოურუმი, სერვისცენტრი და ტექნიკა დაათვალიერებინეს. ასევე საქმიან შეხვედრაზე განიხილეს „თეგეტასა“ და JCB თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალში წარმომადგენლობის გაფართოების პერსპექტივები.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ბრიტანულ ბრენდ JCB-ს წლებია, საქართველოსა და რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ. საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ექსპორტის საკითხებში, სწორედ თეგეტასა და JCB-ს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის შედეგები, რაც 2007 წლიდან ბრიტანული ბრენდის საქართველოსა და რეგიონის წარმომადგენლობებში მივაღწიეთ. შეხვედრაზე აქცენტი რეგიონულ გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა“.
ლორდ მალკომ ოფორდი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანიცაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდების ექსპორტიორი კომპანიების მონახულება და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდის JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაქოში, JCB-ს მულტიფუნქციური ცენტრი „თეგეტამ“ გასულ წელს გახსნა. სომხეთის დედაქალაქში კი მასშტაბური სადილერო ერთი თვის წინ გაიხსნა. ახალი ცენტრები „თეგეტას“ და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯამში ორმილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციაგანხორციელდა.
JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკას გაყიდვის შემდგომი სრული მომსახურებით.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს:Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა 🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თ...
თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ამ მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა ციფრულ არხებში. ამჯერად სიახლეა ბიზნეს მობაილ ბანკში, სადაც გადარიცხვების განხორციე...
· გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს. · &nbs...
Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარ...
მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბოჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის ივლისის ტესტების სერიის პირველ თამაშზე. საქართველო ფიჯის თამაში 5 ივლისს, 20:00 საათზე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე” გაიმ...
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები