1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდი რექლესი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგება

ყოველდღიური ურბანული სტილის ტანსაცმლის ქართული ბრენდი “რექლესი” 2020 წელს შეიქმნა. ბრენდის მთავარი მიზანი - ჩაეცვა თავისუფლების მოყვარე მოზარდების ჩაცმა, ახალი თაობის სათქმელი ტანსაცმელში გამოხატვა, მათი ტკივილების, შიშებისა და სიხარულის შესახებ მოთხრობა იყო.

ბრენდი ჩაშვებისთანავე ფოკურისებული იყო უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, მოდის კვირეულებისა და შოუ-რუმების ციფრულ სივრცეში გადანაცვლების გამო, ბრენდმა კოლექცია უცხოელ შემსყიდველებს ამ დრომდე ვერ წარუდგინა.

28 თებერვალი - 8 მარტის პერიოდში, პარიზში მიმდინარე 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულის პარალელურად გამართულ შოურუმში, რექლესი უცხოეული მყიდველების დაინტერესებას შეეცდება. საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, მოდის სამყაროში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

რექლესს პარიზის შოურუმში წარადგენს თიბისის ახალგაზრდული პლატფორმა “თიბისი ახალი თაობისთვის”, რომელიც ბრენდის განვითარების ყველა საფეხურზე ახალგაზრდა დიზაინერების გვერდით დგას და ხელს უწყობს თაობაში ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას.

შოურუმებში მონაწილეობას და ქართული მოდის ბრენდების საერთაშორისო გაყიდვების ხელშემწყობია “აწარმოე საქართველოში”, რომლის პროექტის ფარგლებში, რექლესმა თანადაფინანსება მიიღო.

პარიზის შემდეგ, თიბისის მხარდაჭერით, რექლესი თავის ახალ კოლექციას მაისში, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე აჩვენებს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები