1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნოემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

ნოემბერში, როდესაც ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს და ზამთრის ცივი დღეები ახლოვდება, კლიმატური ცვლილებები ჩვენს ავტომობილზეც აისახება. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, შეამოწმოთ სხვადასხვა დეტალი და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ავტომობილის გაუმართაობასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  ნოემბრის ბოლომდე სხვადასხვა აქციას გთავაზობთ.

ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზე, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეამოწმონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება სამთო-სათხილამურო კურორტები. მათ მოყვარულებს კომფორტული გადაადგილებისთვის სპეციალური აღჭურვილობა ესაჭიროებათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომფლობელებს  20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ტოიოტას ორიგინალ აქსესუარებზე, როგორებიცაა: თხილამურის სამაგრი, სახურავის საბარგული და სალონის რეზინის საფენი.

ცივ დღეებში ასევე მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმება, რადგან ის იცავს ძრავასა და მის დეტალებს დაზიანებისგან. მომხმარებლები, რომლებიც სერვისზე წინასწარ ჩაეწერებიან, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ როგორც ანტიფრიზზე, ისე საქარე მინის მწმენდავსა და საქარე მინის ყინვაგამძლე სითხეზე.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.           

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები