1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კახეთში ბიზნესფორუმს მასპინძლობს

4 ნოემბერს, კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის ფორუმს მართავს, რომელზეც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი.  

 

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე.

 

„კახეთში ველოდებით ადგილობრივ  მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს,  რათა ვისაუბროთ გამოწვევებზე, გავაცნოთ სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. 

 

ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები