1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას აგრელებს. ბანკთან პარტნიორობით, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში, გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 30 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. ღონისძიება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება.

ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა თუ სხვა სასმელებს გააერთიანებს, სადაც  სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები იქნება წარმოდგენილი.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და  საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition ოფიციალური პარტნიორია.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია.  წელს ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და International Wine & Spirit Competition-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება,“  - აღნიშნეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას, რადგან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსულ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიასა და ქართულ კულტურულ ღირებულებებს. ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ქვეყანაში მსგავსი ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ერთერთი უცვლელი პრიორიტეტიც სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები