თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
25 სექტემბერი. ბათუმი. საქართველო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Construction Equipment, რომელიც სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს, JCB-ის, ექსკლუზიურად წარმოადგენს რეგიონში, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
გიორგი ბერიძე, „Tegeta Construction Equipment“-ის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბრიტანული ბრენდი, JCB, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მთელ მსოფლიოში ხარისხის ეტალონად ითვლება. მაღალი კლასის სამშენებლო და სპეცტექნიკის მწარმოებელს კავკასიაში Tegeta Construction Equipment ოფიციალურად წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც ჩვენი კომპანია რეგიონში წარმატებით ოპერირებს. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის.“
"JCB კავკასიის“ მასშტაბური რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რეგიონში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. ამისათვის JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრები ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ბათუმში, თეგეტას ფილიალში შეკრებილმა სტუმრებმა "მოცეკვავე“ სპეცტექნიკა იხილეს.
შთამბეჭდავი იყო JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის, Hydradig-ის დემო შოუც, რომლის დროსაც მაღალი კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
პარალელურად, "JCB კავკასიის“ დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. მათ შორის იყო 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი. ეს არის JCB-ის ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1953 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყო სპეციალური, ეკო კუთხე, სადაც ბრიტანული ბრენდის ელექტროტექნიკა განათავსეს. სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო JCB-ის სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა, ნულოვანი გამონაბოლქვით. საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, JCB-ის, ელექტრო სპეცტექნიკის წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.
ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვივნენ JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან. ასევე ბათუმში ჩამოვიდნენ Tegeta Construction Equipment“-ის ბიზნესპარტნიორები გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.
სვეტლანა პეტროვა, JCB-ის რეგიონალური დირექტორი: „თეგეტასა“ და „JCB“-ის ბევრი საერთო აქვთ, - მაღალი სტანდარტი და საუკეთესო ხარისხი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართალა 2007 წელს, როდესაც Tegeta Construction Equipment-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. მსოფლიოში პოპულარული JCB Dancing Diggers შოუ პირველია რეგიონში და ნამდვილად საუკეთესოდ, ბრიტანული ბრენდის სტანდარტებით იყო შესრულებული, რისთვისაც მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო“.
საქართველოს ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ სტუმრები მეზობელი სახელმწიფოებიდანაც, - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სადაც ბრიტანული ბრენდის ოფიციალური დილერი Tegeta Construction Equipment-ია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ბრიტანულ კომპანიას 750 დილერი ჰყავს.
"JCB კავკასია“ ბათუმში 24-25 სექტემბერს გაიმართა.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთს და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები