2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით აგრომეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით სენაკში ნაყინის კომპანიამ „თეთრი დათვი“ წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე წლიურად 1 450 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 045 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 464 000 ლარს შეადგენს.

 „ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, სენაკში ნაყინის საწარმო კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა. ბანკის მხარდაჭერით პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოების მიზნით დანადგარები შევიძინეთ, რის შედეგადაც ნაყინის რეალიზაციას ვახდენთ რამდენიმე რეგიონში. ესენია: სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, ახალციხე. ასევე, ვამარაგებთ რუსთავსა და თბილისის მაღაზიებს. ამ ეტაპზე გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული და ვგეგმავთ მეორე პავილიონის გახსნას ზუგდიდში, რაც შექნის ახალ სამუშაო ადგილებს. სამომავლოდ კი  ვაპირებთ რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, დავით გარუჩავა.

„საქართველოს ბანკი რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისებას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ბიზნესი გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანია, როცა მეწარმე ცდილობს არ გაჩერდეს, განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.  ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები