2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Photo Bus – “თეგეტა მოტორსის” სოციალური ექსპერიმენტი

 

 

"იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“ კამპანიის ფარგლებში "თეგეტა მოტორსი“ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გამვლელებს  შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი  მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის:

·         შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია?

·         გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე?

·         გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში?

პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.  

ვიდეორგოლის შინაარსი, რომელსაც ეკრანზე იხილავენ მონაწილეები, დამოკიდებულია ადრესატის პასუხებზე. თუ ადამიანი იცავს უსაფრთხოების წესებს, მისთვის ბედნიერი მგზავრობის ამსახველი ვიდეო ჩაირთვება.  

ის მოქალაქეები კი რომლებიც ხშირად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, ნახავენ გამაფრთხილებელ ვიდეორგოლს, თუ რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გაუფრთხილებელმა მოქმედებამ. ხმოვანი მესიჯი კი წესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

"თეგეტა მოტორსის“ სოციალური ექსპერიმენტის მიზანია მონაწილეებს დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.  მოულოდნელად გადაღებული ფოტოების საშუალებით, რომელიც მათ ემოციებს აღწერს, კი დააფიქროს საკუთარ ქმედებებზე, რათა  მომავალში მეტად იზრუნონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები