2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს

„თინეთი“ (TNET) თიბისი ჯგუფის წევრი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

 

„თინეთში“ შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% - ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.

 

„თინეთი“ ახლაც და მომავალშიც მომხმარებელს 4 ძირითადი  მიმართულებით შეთავაზებს სრულყოფილ პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში კი ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს. Super app - ის შექმნის მიზანი ადამიანების ყოველდღიურად გამოყენებადი, საჭირო სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებაა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდება და მარტივი ნავიგაციით მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული იქნება.

 

„ჩვენი მისია ტექნოლოგიური საშუალებებით ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ისეთი სერვისების და პროდუქტების შეთავაზებაა, რომლებიც დაუზოგავს მათ ფინანსებსა და დროს. „თინეთის“ შექმნაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ  უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება,“ - გიორგი ჩუმაშვილი, თინეთის გენერალური დირექტორი.

 

ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300 - მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 - მდე გაიზრდება, რითაც კომპანია  IT  სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება. „თინეთი“ ყველა დასაქმებულს პროფესიონალური განვითარების 3 წლიან გეგმას შესთავაზებს. ტექნოლოგიები, ფრეიმვორკები და ენები, რომელსაც „თინეთი“ იყენებს, მრავალფეროვანია: Node. Js; Python; Laravel; C – sharp; Vue Js, React, Angular, iOS, Android, Flater.

ჯამში „თინეთი“ აერთიანებს 8 ვებ-გვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაცის, იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები