2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის ჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება.  პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ეტაპზე კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 12 სხვადასხვა სექტორიდან 21 მოწინავე კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა.

 

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონი ლარია. რამაც შესაძლოა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ₾520 მილიონიდან ₾1.3-1.4 მილიარდამდე გაზარდოს.

 

პროექტის მომდევნო ეტაპი კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. კონკრეტულად, პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანიები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებით ისარგებლებენ.  

 

“მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. პროექტით დაინტერესებულთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა, რომ მონაწილეობის სურვილი 12 სხვადასხვა სექტორის 21-მა მოწინავე კომპანიამ გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის მხარდაჭერით, წარმატებული ემისიის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა 15 ახალი ემიტენტი გამოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის მდგომარეობით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ჯამში 12 კორპორატიული ემიტენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველი მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მიზნობრიობის ობლიგაციების გამოშვებას. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cms.org.ge/en/about-project

კომენტარები

მსგავსი სიახლეები