2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფერ რუისპირში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს და ამ მხრივ ახალი პროექტების განხორციელებას უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით კახეთში,  სოფელ რუისპირში, საერთაშორისო ბრენდის, მერკურის ქვეშ ახალი, 4 ვარსკვლავიანი, 48 ნომრიანი სასტუმრო  აშენდება. 

 

პროექტის ჯამური ღირებულება 8.6 მილიონ ლარია, რომლის 50% საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.

 

„საქართველოს ბანკთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი პარტნიორობის შედეგად კახეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსაც გავხსნით 2023 წელს. სასტუმროში  განთავსებული იქნება 48 ნომერი და 2 კოტეჯი, ტერიტორიაზე იქნება 2 საცურაო აუზი, სპა, სპორტული მოედნები და ველობილიკი. სასტუმრო ოპერირებას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის „მერკურის“ ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ და ამაში მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა გაგვიწია, რომ არ შეფერხებულიყო პროცესი და ამით ხელი არ შეგვშლოდა აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზადებაში. როგორც ჩვენი პარტნიორი, არც ჩვენ ვჩერდებით და უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები და ვაპირებთ კიდევ ერთი, ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ქოქოსაძემ.

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სასტუმრო გაიხსნება. ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ტურისტული პროექტების განხორციელებას. მით უფრო ახლა, როდესაც ტურიზმის სექტორი კვლავ ზრდად მაჩვენებელზეა. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 228.5%-ით გაიზარდა და გვჯერა, რომ ეს სასტუმროც დიდ წვლილს შეიტანს ამ ციფრების ზრდაში. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და რეგიონის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

 

 

 

 

 

 

 

                                             

კომენტარები

მსგავსი სიახლეები