2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

საქართველოს ბანკი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება. ის განთავსებულია  4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგინოში, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს.

 

„მოხარული ვართ რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც საქართველოს ბანკია. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც  მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლმა მალვინა თურაძემ.

 

„საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლადგახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები