2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში ITF WOMEN’S WORLD TENNIS TOUR-ის მხარდამჭერი „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდა

 

ქალთა ჩოგბურთის ტურნირების სერია საქართველოში ალექსანდრე მეტრეველის სახელობის „მზიურის კორტებზე“ გაიმართა. ITF WOMEN’S WORLD TENNIS TOUR-ში 20-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა.  

ტურნირის ფარგლებში „თბილისის ღია პირველობა“ 23 მაისს გაიმართა. ერთეულთა თანრიგში ბრიტანელმა ანა ბროგანმა გაიმარჯვა, წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები კი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩინეთის წარმომადგენლები გახდნენ.

30 მაისს სერიის მომდევნო ასპარეზობა - „თბილისის თასი“ ჩატარდა. დასკვნითი ტურნირი კი ალექსანდრე მეტრეველის სახელობის „მზიურის კორტებზე“ 6 ივნისს გაიმართა, სადაც „თბილისის ღია პირველობის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 25,000 დოლარი იყო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის მხარდამჭერი წელს „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდა.

„პორშეს ბრენდი გლობალურად აქტიურად უჭერს მხარს ჩოგბურთს. უკვე მრავალი წელია, რაც Porsche Tennis Grand Prix ტარდება. „პორშე ცენტრი თბილისი“ წელს პირველად არის ITF ტურნირის მხარდამჭერი. ჩვენი ჩართულობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. გრძელვადიან პერსპექტივაში გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას საქართველოში. მინდა, ITF ტურნირის გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ მივულოცო წარმატებული ასპარეზობა“, - პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicle-ის დირექტორი.

ITF WOMEN’S WORLD TENNIS TOUR საქართველოში მომავალ წელს გაიმართება.

--

„პორშე ცენტრი თბილისი“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს სთავაზობს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები