2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize ევროპის მასშტაბით, პირველ კონფერენციას გამართავს.  Globalize EU Conference თავს მოუყრის ვეროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ  საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები. 

 

ღონისძიების მიზანია, დამყარდეს  საჭირო კავშირები ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ ექსპორტიორების მხარდაჭერა, ევროპის ბაზრის ათვისების თავლსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი კომპანია და იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით. 

 

კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება და  განიხილავენ გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციებისა და შესაძლებლობებს. 

 

“Globalize EU Conference  არის  უნიკალური შესაძლებლობა ქართული  ბიზნესებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ასევე იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. 2022 წლის  აპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშორისო კონფერენცია სილიკონის ველზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის,ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის. ახლა კი მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორთან, GLOBALIZE-თან ერთად ევროპის მასშტაბით, პირველ კონფერენციას ვუმასპინძლოთ. დარწმუნებული ვართ ეს შეხვედრა ბევრ სტარტაპს დაეხმარება, მოიძიოს ახალი პარტნიორები და ამით ხელი შეუწყოს საკუთარი ბიზნესის განვითარებას, მასშტაბირებასა და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, GLOBALIZE  წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები