0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის, 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი, ყოველკვარტალურად, ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების შესაფასებლად მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევას ატარებს და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული პროგნოზების აგრეგირებულ შედეგებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში აქვეყნებს. ამავდროულად, ყოველი წლის მეორე კვარტალში, მას შემდგომ, რაც წინა წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების სტატისტიკა ცნობილი ხდება, ეროვნული ბანკი თითოეული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგნოზების სიზუსტეს აფასებს მათ მიერ კვარტალურად მოწოდებული პროგნოზირებული სიდიდეების ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების მიხედვით. 2021 წლის მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევის შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან საშუალოდ ყველაზე მცირე გადახრით თიბისი კაპიტალის მიერ მოწოდებული პროგნოზები გამოირჩეოდა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც აღინიშნა.

 

„თიბისი კაპიტალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის შეფასება. ხშირად ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ანალიტიკა და პროგნოზები პრაქტიკულად გამოყენებადი იყოს იმისთვის, რომ ბიზნესებსა და ზოგადად - მოსახლეობას, სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ“, - ოთარ ნადარაია, თიბისის მთავარი ეკონომისტი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები