0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 პროცენტიანი ქეშბექი პრემიუმ ბრენდებზე - „თეგეტას“ საგაზაფხულო შეთავაზებები

 

„თეგეტა მოტორსში“ 20-დან 30 აპრილის ჩათვლით ავტოსერვისებით უფასოდ სარგებლობაა შესაძლებელი. შეთავაზებაშია ფილტრებისა და ხუნდების შეცვლა, ასევე, სავალი ნაწილისა და თვლების ნახარის შემოწმება.

შორ გზაზე მოგზაურობამდე მანქანის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები და ის სულ რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და სეზონისათვის შეუსაბამო საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში „თეგეტაში“ იტალიური ბრენდის PIRELLI-ისა და ფრანგული ბრენდის  MICHELIN-ის საბურავების შეძენას  30%-იანი ქეშბექით შეძლებთ. 

შეთავაზება აკუმულატორებზეც ვრცელდება. დახარჯული თანხის 30%, ქეშბექის სახით, უკან დაგიბრუნდებათ გერმანული ბრენდის VARTA-ს აკუმულატორების შეძენის შემთხვევაშიც. აკუმულატორის  შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

შესამოწმებელი ნაწილების სიაშია ძრავის გაგრილების სისტემა. გადახურებისაგან მის დასაცავად, საჭიროა, რომ სისტემაში ანტიფრიზი ესხას.

ყურადღებას საჭიროებს გადაცემათა კოლოფი. მასში არსებული საპოხი სითხე, ავტომწარმოებლის გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს. სხვა პროდუქტების მსგავსად, "თეგეტა მოტორსი“ 30%-იანი ქეშბექით გთავაზობთ საცხებ-საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტს. აქციაშია როგორც გადაცემათა კოლოფის საპოხი სითხე,  ისე ძრავის ზეთი.

მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია, „თეგეტას“ დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ რეზერვაციით ისარგებლოთ. ასევე, „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეგიძლიათ, თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოთ.

 

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები