0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის სივრცე MAUDI Booster აუქციონს უმასპინძლებს

11 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცე MAUDI Booster აუქციონისთვის შერჩეული ნამუშევრების ექსპოზიციას უმასპინძლებს. წარმოდგენილი ნამუშევრები გამოიფინება პირველ და მეოთხე სართულზე და ექსპოზიცია 16 აპრილს, აუქციონით დასრულდება.

 

MAUDI Booster საგამოფენო სივრცე - მაუდის მიერ ორგანიზებული პირველი აუქციონია, რომელიც თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით ხორიელდება. აუქციონი და დაგეგმილი ექსპოზიცია წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს მათ მიმართებას არსებულ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებთან. ნამუშევრების საერთო ექსპოზიცია  შესაძლებელს ხდის, რომ ერთიან ჭრილში წარმოვაჩინოთ და წინა ხაზზე წამოვწიოთ საერთო კონტექსტები და თანაკვეთები, შესაბამისად ფართო მასშტაბით დავინახოთ ქართული სახელოვნებო სცენა.

 

პროექტი უპირველეს ყოვლისა მაუდის მომავალი აქტივობებისა და გამოფენების მაღალი ხარისხით ორგანიზებისთვის რესურსების მოძიებას ისახავს მიზნად.  ამასთან, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

 

მონაწილე ხელოვანები:

ნიკა ქუთათელაძე, სოფო კობიძე, თეა გვეტაძე, თამარ ნადირაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ელენე ჩანტლაძე, ფრიდონ ნიჟარაძე, ირაკლი ფარჯიანი, ნინო ჩუბინიშვილი, გიორგი ხანიაშვილი, შოთიკო აფციაური, გვანცა ჯიშკარიანი, თორნიკე რობაქიძე, ვაჟიკო ჩაჩხიანი, უტა ბექაია, ქეუ მეფარიშვილი, მაია ნავერიანი,  ლევან ჭელიძე, გიორგი ვარდიაშვილი, სალომე მაჩაიძე, გვანცა ჯიშკარიანი, ნინა კინწურაშვილი, ლიზა კვანტალიანი, თეო მასპი, ანანო ჯანაშია, სალომე დუმბაძე, ნატო სირბილაძე, სალომე ჯოხაძე, ანა ჯიბლაძე, ვახტანგ მუსხელიშვილი, ანუკ ბელუგა, მერაბ გუგუნაშვილი, თამარ გურგენიძე, ლოლა მაჭავარიანი, ნუცა ესებუა, რუსუდან ხიზანიშვილი, მარიამ საკნელაშვილი, ანასტასია ახვლედიანი, გიორგი კონტრიძე, ნიკა კოპლატაძე, გიორგი შალიკაშვილი, მარი კალაბეგაშვილი, ანკა ბოჭორიშვილი, ანა გზირიშვილი, ანა ჩადუნელი, თამო ჯუღელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები