0 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

2 წლიანი პაუზის შემდეგ ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, თიბისის მხარდაჭეერით 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

·         წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში;

·         შეიქმნება სპეციალური პროდუქტი უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში;

·         www.tkt.ge/OpenAir-ზე ბილეთის შეძენისას იქნება შესაძლებელი სასურველი თანხის დონაციის სახით გადარიცხვასაც.

Tbilisi Open Air 2022-ის  ჰედლაინერი იქნება თიბისის მიერ წარდგენილი Alt-J. აგრეთვე ჰედლაინერები იქნებიან Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean Elzy. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად.

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით, კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. ათი წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel. მუსიკალურ ფესტივალში საერთო ჯამში, 1000-მდე არტისტმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები