0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“  და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება 2 თებერვალს, 14-დან 16 საათამდე, პუშკინის სკვერში გაიმართება.

 

ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიშა ბახსოლიანი. ისინი  სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ.

 

ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი წიგნის შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით, სკვერში განთავსებული თაროდან შეძლებენ. წიგნიდან მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი მათ ეს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ.

 

თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

 

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები