0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთის’’ 4 საპატიო ელჩი ევროპის საკლუბო ძიუდოს ჩემპიონატში იასპარეზებს

11 დეკემბერს პარიზი ევროპის საკლუბო ძიუდოს ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს, რომელშიც ტიტულისთვის 18 ქვეყნის 145 წარმომადგენელი იბრძოლებს, მათ შორის საქართველოდან 15 მონაწილეა დარეგისტრირებული.

საქართველოდან სხვადასხვა კლუბში 15 მონაწილეა, აქედან 4 აჭარაბეთის საპატიო ელჩი: ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.   

„მე შეიძლება არ ვიჭიდაო, რადგან ეს გუნდური შეჯიბრია და თან 100 კგ წონითი კატეგორია არ არის და მხოლოდ 90 კგ არის, შემდეგი მძიმე წონა ადამ ოქროაშვილიც იქნება ჩემთან ერთად, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს და მომეცემა ჭიდაობის საშუალება აუციებლად დავეხმარები გუნდს.ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გუნდური ასპარეზობა, ახლაც ასე.“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„ჩვენ გვყავს საუკეთესო გუნდი და ამ შეჯიბრში ლიდერები ვართ, 11 დეკემბერს ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ ! “- განაცხადა ვაჟა მარგველაშვილმა.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები