0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა.

უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების, ინვესტორთა ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით პოტენციურად ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და ჩამოყალიბების პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა და ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა ადგილობრივ ბაზარზე.  

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით წარმატებით განხორციელდა მსგავსი მასშტაბის M&A გარიგება. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელ ინვესტორთათვის, აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Galt & Taggart-ის სანდოობას ფინანსური კონსულტაციების კუთხით. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის, ფინანსური კონსულტაციების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, - აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები