თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პროექტი კომპანია „მერკადომ“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.
პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 60-მდე დაემატება.
მეორე სართული როგორც ტრადიციული ქართული და ქართული კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური), ასევე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. მესამე სართულზე კი ტერასაა განლაგებული, სადაც სტუმრებს კოქტეილების დაგემოვნება შეეძლებათ.
პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო სკოლა” ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, მომხმარებლებს საჩვენებელი წარმოებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა სივრცე დახვდებათ (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).
ტერიტორიაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაც, რომელიც ყოველდღიურად სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.
„ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა ქვეყანში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.
პროექტის ფარგლებში, 1000 პირდაპირი და 3000-მდე არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„ბაზარი ორბელიანზე მთლიანად ცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს ყოველდღიური სტუმრობის ადგილია, სადაც შესაძლებელია სტუმრობა ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ან მარტო და ახალი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტების შეძენის გარდა, უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება“, - თამარ მესარკიშვილი, „ბაზარი ორბელიანზე“ მარკეტინგის დირექტორი.
„აღნიშნული პროექტი თიბისისთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას - ადგილობრივ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ტურიზმის, HORECA და სარესტორნო სექტორების განვითარებას აერთიანებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება გვეძლევა მსხვილი ზომის მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცირე ზომის მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავუჭიროთ მხარი. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის სივრცე იქმნება, რომელიც ტურისტებს ქართულ კულინარიასა და წარმოებას გააცნობს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები