თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, „მეტეხი კერამიკა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000-ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.
პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 2.1 მილიონ ლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს საიმედო პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშავოთ ელექტრო ენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და წარმოების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით საწარმოს გადაიარაღებასაც ვგეგმავთ. 2021 წელს ჩვენ უკვე გავაფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი და 2022 წელს გადაიარაღების შემდგომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ხარისხი. ასევე, ვაპირებთ აღვადგინოთ და დავიწყოთ ქართული აგურის ძველი ქართული ტრადიციით დამზადება. ასევე ვაპირებთ მომხმარებელს აგურების ფერთა მრავალფეროვნება შევთავაზოთ. აგურების გამოყენება მოხდება ინტერიერში, ექსტერიერში და ყველა სარესტავრაციო სამუშაოებში. მადლობა საქართველოს ბანკს გვერდში დგომისთვის “,- აცხადებს კომპანიის დირექტორი, დავით კაკაბაძე.
„კომპანია „მეტეხი კერამიკასთან“ ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ვგეგმავთ, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. უკვე არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. შედეგად კომპანიამ წარმადობა 41%-ით გაზარდა. გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია, რომლის ხარისხიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ მას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, 1986 წელს დაფუძნებული კომპანია 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. წარმოებული პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი, ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს. პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანიის საქმიანობაში ამ ეტაპზე 300 ადამიანია ჩართული.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები