თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
სიახლისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ინტერესი არის ის, რამაც GGM გუნდის წევრებს - მიხეილ ჭოლოკავას, გურამ გელხაურს და გივი დოლიძეს - სამაგიდო თამაშების შექმნა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა გადააწყვეტინა. სწორედ ამ ფაქტორებმა მიიქცია თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა სტარტაპერის ყურადღებაც, როდესაც ის კომპანია GGM Board Games-ის და მის მიერ შექმნილი პროდუქტის - Godsland-ის მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახდა.
Godsland GGM Board Games ჯგუფის მთავარი სამაგიდო თამაშია, რომლითაც ქართველი და უცხოელი მომხმარებელი უკვე დაინტერესდა. სხვა სამაგიდო თამაშებისგან ის მთავარი იდეით - სტრატეგიული ხასიათით განსხვავდება. თუკი სხვა თამაშებში მოგება იღბალზე, ანუ კამათელზეა დამოკიდებული, Godsland-ის მოთამაშეები გამარჯვებისკენ სტრატეგიას, ფიქრს, ზუსტ გათვლებსა და გადაწყვეტილებებს მიჰყავს. მოიგებს ის, ვინც შეუმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას!
ეს კონცეფცია თამაშის შემქმნელებმა ბაზრის წინასწარი კვლევისა და მომხმარებლის გამოკითხვების საფუძველზე შეიმუშავეს. ბაზრის შესწავლის შემდეგ გადაწყდა, ასევე, თამაშის თემატიკაც - მითოლოგია. ბერძნული, ეგვიპტური, ჩინური და სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟების გვერდით მომხმარებელი ქართველ ამირანსაც ამოიცნობს. სწორედ მის მიერ სხვა ღმერთებისთვის მოპარული ცეცხლის დაბრუნებას ცდილობს თამაშის 4 მონაწილე, ანუ 4 სხვადასხვა მითოლოგიური გმირი.
7 თვინი ინტენსიური მუშაობის, სირთულეების გადალახვის, დატესტვის, დახვეწის შემდეგ, Godsland მზადაა გამოსაშვებად. თუმცა, როგორც ყველა დახვეწილ და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტს, ამ თამაშის წარმოებასაც საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამიტომ გუნდის წევრებმა თამაში საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე განათავსეს (https://www.kickstarter.com/projects/ggmboardgames/godsland), რაც მას წარმოებისთვის საჭირო თანხის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.
რა არის kickstarter-ი?
„ეს არის საერთაშორისო პლატფორმა https://www.kickstarter.com/, რომელზეც შეგიძლია განათავსო შენი პროდუქტის კარგად დამუშავებული, შეფუთული და დატესტილი იდეა, რომელსაც მომხმარებელი, მისი მოწონების შემთხვევაში, წინასწარ ყიდულობს. ანუ ამ პლატფორმაზე ადამიანები ყიდულობენ ჯერ არ შექმნილ პროდუქტს, რომელსაც შენ მათ დეტალურად აცნობ. ასე აგროვებ ამ პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო თანხას, რომლის მიღების შემდეგაც იწყებ ამ იდეის პროდუქტად რეალიზებას და იმ მომხმარებლებისთვის გაგზავნას, რომლებმაც ეს პროდუქტი წინასწარ იყიდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესმენებისთვის და განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის“, - ამბობს კომპანია GGM Board Games-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ჭოლოკავა.
Godsland-ი კიკსტარტერზე ოქტომბრის დასაწყისში განთავსდა და მას უკვე გამოუჩნდა მომხმარებელი, რომელმაც თამაში მოიწონა და იყიდა. მიხეილ ჭოლოკავას აზრით, მთავარი, რითაც Godsland-მა მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, მისი დაპყრობითი ხასიათი, სტრატეგიაზე გათვლა და მინიატურული ფიგურების სიმრავლეა. თამაშის ზოგად კონცეფციასთან ერთად, სწორედ ამ ფიგურების ხასიათი და დიზაინი განაპირობებს საბოლოოდ თამაშის წარმატებას, თუმცა სწორედ ფიგურების სიმრავლე და დახვეწილობაა ის სირთულეც, რის გამოც ასეთი ტიპის თამაშებიც პროდუქცია საკმაოდ ძვირი ჯდება.
კიკსტარტერზე Godsland-ის წარმოებისთვის განსაზღვრული თანხა 58 000$-ია, რაც ვადის ამოწურვამდე - ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეგროვდეს. შესაბამისად, ეს ეტაპი Godsland-ისთვის და მისი შემქმნელებისთვის გადამწყვეტია. გუნდი იმედს არ კარგავს, რომ მათი ხანგრძლივი შრომა და ენთუზიაზმი დაფასდება და მომხმარებელი თამაშის ფიგურებს რეალურად იხილავს. თუმცა, როგორც მიხეილ ჭოლოკავა ამბობს - „იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტი ამ ეტაპზე ვერ დაფინანსდება, ეს არ იქნება ტრაგედია, რადგან მთავარი მაინც სწორი დასკვნების გაკეთება და საკუთარ შეცდომებზე სწავლაა, რაც შემდგომი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს."
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები