თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
წლების წინ, როცა დედა ერთ დღეს სახლში ტალახში ამოსვრილი და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა, მარიამმა გადაწყვიტა, რომ ის, რასაც დედა აკეთებდა, თავადაც უნდა ექცია ცხოვრების ნაწილად.
მას შემდეგ მაო გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ოფროუდელების რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მიიღეს მონაწილეობა.
„12 წელია უკვე ოფროუდი ჩემი ჰობია, ამით ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ. „Rally Adventure Georgia”-ს შეჯიბრში მონაწილეობამაც სწორედ ამიტომ მიმიზიდა. ეს არის 6 დღიანი, საკმაოდ სასიამოვნო, თავგადასავლებით სავსე რეიდი, რომელსაც საქართველოს გაცნობითი ხასიათიც აქვს.“ - ამბობს მაო გოშაძე.
რალი რეიდში მონაწილე ეკიპაჟ #52-ს წელს ახალი პარტნიორიც ჰყავს - "თეგეტა მოტორსი" დედა-შვილის წყვილს ავტომობილის გამართვაში და რალისთვის აუცილებელი ატრიბუტებით აღჭურვაში დაეხმარა. მაო და მარიამი ამბობენ, რომ ასეთ პარტნიორობას შეჩვეულები არ არიან და იმედი აქვთ, რომ თეგეტას მაგალითით სხვა კომპანიებიც იხელმძღვანელებენ.
"თეგეტა მოტორსთან პარტნიორობა ჩვენს შესაძლებლობებს ზრდის, რაც ცალსახად აადვილებს გეგმის შესრულებას და მიზნის მიღწევას. როდესაც ვიღაც არსებობს, ვისზეც შეგიძლია გადაანაწილო წინამოსამზადებელი ციებცხელება, ცხოვრება ერთი-ორად მშვენიერია." - ამბობს მარიამ ნანობაშვილი.
"თეგეტა მოტორსის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა გაძლიერებისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმაა, სწორედ ამით არის განპირობებული ოფროუდით გატაცებული დედა-შვილის მხარდაჭერაც საერთაშორისო რალისთვის სამზადისში.
მაო გოშაძე 20 წელი ჩოგბურთის მწვრთნელი-პედაგოგი იყო, უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით აქვს მიღებული, მაგრამ 12 წლის წინ ჩოგანი გვერდზე გადადო და საჭეს მიუჯდა. ქალი მძღოლის დანახვისას სტერეოტიპულ შეფასებებს საქართველოში ჯერ ვერ გავცდითო - მიხსნის, თუმცა ყველაზე ხშირად გამვლელები მაინც აღფრთოვანებას და გაკვირვებას გამოხატავენ.
"ქალის საქმე არააო - ამის თქმას ვერ ბედავენ, მაგრამ გულწრფელი გაკვირვება ნამდვილად ხშირია." - აღნიშნა მარიამმაც.
„ის ადამიანია ბედნიერი, ვისაც აქვს ნაპოვნი საქმე, ის მიკრო სამყარო, სადაც მთლიანად იხარჯება, იღებს ემოციებს და რა თქმა უნდა, გასცემს კიდეც. ზოგი ხატავს, ზოგი ძერწავს, ზოგიც რაღაც კონსტრუქციებს აწყობს - ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ამას პოულობს, ის უკვე ბედნიერია. ჩემთვის ოფროუდი არ არის მხოლოდ ავტომობილი, პირველ რიგში ეს არის გუნდი, ურთიერთობა და ბუნებასთან სიახლოვე, და მერე უკვე ავტომობილი.“ - მაო გოშაძე.
რალი რეიდი უგზოობაში საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ–ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ტარდება საქართველოში. 2021 წლის შეჯიბრი 11 ოქტომბერს დაიწყო და მონაწილეები ვაშლოვანის ნაკრძალისკენ გაემართნენ, შემდეგ კოჯრისკენ, კოჯორიდან მონაწილეები ვარძიაში გადავლენ, შემდეგ სამეგრელოსკენ აიღებენ გეზს, გაუკვალავი გზებით ბათუმში ჩავლენ და ისევ უკან თბილისისკენ.
ექსტრემალური თავგადასავალი სულ ერთი კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილე, ოფროუდელები ჯამში 1500 კილომეტრს დაფარავენ. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს 11 ოქტომბრის სათავგადასავლო რალი, ეკიპაჟი #52-ისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ ახლადდაბადებული თანამშრომლობა როგორც „თეგეტა მოტორსის“ ქალების მიმართ ერთგულების ერთგვარი დასტური, მომავალშიც გაგრძელდება.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები