გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის ა...
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
|
ჭავჭავაძის 48/2-ში გოგი ელიავა გარდაიცვალა. მისი მეზობელი, ნინო ბოჭორიშვილი ამბობს რომ ის სიღარიბის გამო შიმშილობდა.
7 აპრილის ღამეს კი მის სახლს ცეცხლი გაუჩნდა და პატრულმა კარი შეამტვრია, თუმცა, ვერ გადაარჩინეს. "ეტყობა გაითიშა შიმშილისგან", - გვითხრა ბატონი გოგის მეზობელმა, რომლის თქმითაც ის მარტოხელა იყო, თუმცა ყოველთვის ჰქონდა შეკვეთები, ვიდრე "ეს წყეული ამბები დაიწყებოდა".
"მისი ბინა რომ გენახათ, თქვენც დარწმუნდებოდით ამაში. იქ არც საჭმელი იყო, არც პური და ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგხვდებოდათ", - ამბობს გოგი ელიავას მეზობელი, ნინო ბოჭორიშვილი ჩვენთან საუბრისას.
- ქალბატონო ნინო, რა მოხდა 7 აპრილს?
- 7 აპრილის ღამეს, კომენდანტის საათი იყო უკვე დაწყებული და სადარბაზოში დადგა საშინელი დამწვრის სუნი. მივხვდით, რომ ამ მეზობლის სახლში ხდებოდა რაღაც. გამოვიძახეთ პატრული.
კარი, რა თქმა უნდა ვერ გააღეს და იძულებული გახდნენ გადაეხერხათ...
ძლივს მიუსწრეს, კაცი უკვე იწვოდა...
ეს იყო საოცრად ნაკითხი ადამიანი, ჩუმი ინტელიგენტი.
მარტო ცხოვრობდა, არავის აწუხებდა და ასეც მოკვდა, საქართველოში ხომ ასე ხდება.
მეზობლებმა გამოვიძახეთ პატრული, ეტყობა გაითიშა შიმშილისგან... სიგარეტს მოუკიდა, გონი დაკარგა და ცეცხლი წაეკიდა ლეიბს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ გარდაიცვალა.
- ქალბატონო ნინო, რა ვერსიები არსებობს, მეზობლები საუბრობენ, რომ მამაკაცმა გონი შიმშილის გამო დაკარგა?
- რა თქმა უნდა. მისი ბინა რომ გენახათ, თქვენც დარწმუნდებოდით ამაში. იქ არც საჭმელი იყო, არც პური და ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგხვდებოდათ.
- უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა სურათი დაგხვდათ მის ბინაში?
- მე მასთან ნამყოფი ვარ და ვიცი, იქ რაც ხდებოდა, პურის ქერქს თუ იპოვიდით სადმე, მაგრამ ისეთი ადამიანი იყო, რომ ამას არსად იტყოდა.
ცხელი კერძი თუ მქონდა, ყოველთვის ჩამქონდა და საწყალს უხაროდა. მიუხედავად ამისა, გაჭირვებას მაინც არ იმჩნევდა.
- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გარდაცვლილს დენი გათიშული ჰქონდა... ასეა?
- დიახ, დენს ხშირად უთიშავდნენ ხოლმე და სანთლით იყო. თუმცა, კონკრეტულად იმ ღამეს როგორ იყო, ნამდვილად არ ვიცი..
- რამდენი წლის იყო გოგი ელიავა, ჰყავდა თუ არა ახლობლები, მეგობრები, შვილები?
- საპენსიო ასაკს არ იყო მიღწეული, მუშაობდა და თავისი შემოსავალი ჰქონდა, სანამ ეს წყეული ამბები დაიწყებოდა. მუდმივად ჰქონდა შეკვეთები. მარტოხელა იყო.
გოგის არავის შეწუხება არ უყვარდა. ის უბრალოდ გადაღლილი იყო დღევანდელობით და ცხოვრებაზეც ხელი ჰქონდა ჩაქნეული...
P.S: ქალბატონ ნინოს, "აიტივი" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მან გარდაცვლილი მეზობლის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა. "მეზობელი მომიკვდა შიმშილისგან. პატრულმა კარი შეტეხა და ისე გამოიყვანა, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამი...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.ცნობისთვის, ვაკი...
ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა. კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, რუსული სანქცირებულ...
მომსახურების სააგენტოს სერვისების გარკვეული საფასურები იზრდება. საქმე ის არის, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწ...
გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობამ 30 ივლისი გლოვის დღედ გამოა...
კომენტარები