1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

 ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით,  ემანუელ მაკრონმა  ხმების  66,06% მოიპოვა და 39 წლის ასაკში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.  

დამარცხება უკვე აღიარა ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა- მარინ ლე პენმა, რომელმაც წინასწარი შედეგების მიხედვით 11 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო. 

მაკრონს გამარჯვება უკვე მიულოცა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ. არჩევნების დღეს, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაამკაცრეს. ლუვრის მიმდებარედ, იქ სადაც ემანუელ მაკრონისთვის სცენას ამზადებდნენ, ევაკუაცია გამოცხადდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი ჟურნალისტის ჩანთა იყო, რომელშიც საბოლოოდ კამერის დამტენი ღმოჩნდა. 

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენცია გამართა. სადაც მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და უთხრა რომ საფრანგეთის ისტორიაში ახალი   ნდობით და იმედებით სავსე ახალი ფურცელი გადაიშალა.  

 „ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება. საფრანგეთი იქნება წამყვანი ძალა ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში“- განაცხადა მაკრონმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები