საზოგადოება
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა
2022-06-14 17:00:39
სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყირიმ–კონგო რეგიონში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე ახალციხის სოფელ მუგარეთში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.
კომენტარები