1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუიციდის მცდელობა თუ გაუფრთხილებლობა - სამხედრო მოსამსახურე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს - უწყება განმარტავს გუშინ მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მას დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარის მიზეზი - სუიციდის მცდელობა, თუ გაუფრთხილებლობა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ 1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს.

"მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციურიდაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები