1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს  მფარველობას დაპირდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა პირს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისის გარკვეულ უბანში მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ რა დროს არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს  ქრთამის სახით  500 ლარი  გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები