2 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფოთში, პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლულ მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი

ფოთში, პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. "კურიერმა" მოკლული მამაკაცის ფოტო მოიპოვა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ არის გადაღებული. 

კლინიკის ექიმი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მიყენებული დაზიანება სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც "თიბისი" ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. 

შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი ქურდობის ფაქტის დროს, დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. 

შსს-ს ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა პოლიციელმა გასროლა. უწყების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები