2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ძმამ სამზარეულოს დანით დაჭრა


ზუგდიდის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, პარკში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს - შემთხვევა დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით ორი ჭრილობა 27 წლის გოგოს, ძმამ მიაყენა. მამაკაცი დაკავებულია, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამზარეულოს დანა.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია რა გახდა ძალადობის მოტივი.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები